loader

"პირდაპირ გეტყვით..." - თეა წულუკიანის პირველი კომენტარი ბესო ზანგურის გარშემო ატეხილ სკანდალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირ გეტყვით..." - თეა წულუკიანის პირველი კომენტარი ბესო ზანგურის გარშემო ატეხილ სკანდალზე

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მსახიობ ბესო ზანგურს მოუწოდებს, თეატრი სასწრაფოდ დატოვოს.

წულუკიანმა ასევე მის ყოფილ მეუღლეს, ნინუცა მაყაშვილს მიმართა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, თეა წულუკიანის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

"ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოში მიწვეული იყო, ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, 11 წლის მერე გვიანია საგამოძოებო ორგანოში სიარულიო, მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს. რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში, ბატონ ბესო ზანგურს ვგულისხმობ. კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, იმიტომ, რომ მოწოდების გარდა, მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია", - -განაცხადა წულუკიანმა.