“იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს“ - ვარლამ გოლეთიანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დეტალებს ჰყვება
ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, შეხვედრაზე მათ სამი ძირითადი საკითხი დააყენეს.