"შეშფოთებული ვარ" - გოგი წულაია ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს, რას წერს პოლიტიკოსი
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია კვლავ საავადმყოფოში რჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილს წულაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ბრალდებული პოლიტიკოსი სოლიდარობას უცხადებს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას. ის ასევე „ნამაჰვანჰესის“ გარშემო განვითარებულ ამბებსაც ეხმაურება.
„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო. ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად, ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში, მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.
პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსურვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.
ასევე, შეშფოთებული ვარ „ნამახვანჰესის“ გარშემო განვითარებულ მოვლენეზე. ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო „რიონის ხეობის მცველებს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც ერთი, რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო, აუცილებლად თქვენთან ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ შორიდან, მაგრამ გულით გიჭერთ მხარს, გაუძელით! სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.