loader

20-ჯერ გასროლის ხმა პირდაპირ ეთერში; ჟურნალისტს სურდა, მღელვარება დაეფარა, თუმცა ვერ შეძლო - რა მოხდა ბრუკლინში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20-ჯერ გასროლის ხმა პირდაპირ ეთერში; ჟურნალისტს სურდა, მღელვარება დაეფარა, თუმცა ვერ შეძლო - რა მოხდა ბრუკლინში

ბრიტანელი ჟურნალისტი ნოელ ფილიპსი პირდაპირი ეთერის დროს ბრუკლინის ტერიტორიაზე იარაღის რამდენჯერმე გასროლის მონაწილე გახდა. მას სურდა მაყურებლისთვის სიტუაცია სწორად აეხსნა და მღელვარება დაეფარა, თუმცა ვერ შეძლო.

დილის სატელევიზიო შოუდან ვიგებთ, რომ პოლიციელის მიერ 20 წლის ფერადკანიანი ბიჭის მკვლელობის გამო საზოგადოების პროტესტი უფრო და უფრო მწვავდება. მხოლოდ პირდაპირი ეთერიდან 20-ჯერ გასროლის ხმას ვიგებთ. როგორც ირკვევა, პოლიციის წინ შეკრებილი ჯგუფი თამამად იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს, შტატში კი მასიური ძარცვა, ვანდალიზმია დაწყებული. ამასთან, პროტესტის ფონზე ბრუკლინის ცენტრში "კომენდანტის საათი" დაწესდა, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არღვევენ.

როგორც აღვნიშნეთ, მწვავე პროტესტი 20 წლის დონთი რაითის გარდაცვალებას მოჰყვა. ის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს, ორდერის შესაბამისად კი, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, რაზეც ბიჭმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთმა მათგანმა მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.


ავტორი: ნინი გოგიშვილი