"ასეთი დამთხვევა იშვიათია, როდესაც ერთი კლასიდან ორივე გოგონა..." - რას ამბობს სკოლის დირექტორი რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, 13 წლის გოგო მე-3 სართულიდან გადმოვარდა. მეზობლების ინფორმაციით, გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა.
არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.
არსებობს ვერსია, რომ გოგონას გადმოვარდნა, შესაძლოა, ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" ან სხვა რომელიმე ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს. ეჭვის საფუძველს იძლევა სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.
ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეა. სკოლის დირექტორის, მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით, მსგავსი დამთხვევები ეჭვს იწვევს.
წყარო: inforustavi.ge