"დედამისი ისე ცუდადაა, დამამშვიდებლებს ვუკეთებთ და ვთიშავთ" - უმძიმეს ავარიაში ქართველები დაიღუპნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა უკრაინაში - არსებული ინფორმაციით, შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ ჩამოასვენებენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ზუგდიდელი, 46 წლის დათო კვარაცხელიაა, რომელიც ცოლთან ერთად, წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და იქიდან საქართველოში მცხოვრებ ოჯახს არჩენდა.
„ასეთი ტრაგედია დაგვემართა. სამი დღის წინ დათოსთან ჩასულა სოფელ დავითიანიდან ახალგაზრდა ბიჭი, გვარად რატია. რესტორანში წასულან, მისი ჩამოსვლა აღუნიშნავთ. რესტორნიდან გამოსულზე მოუვიდათ ეს ავარია. დათო იჯდა საჭესთან, გვერდით - ეს რატია. უკან კიდევ - სამნი. ხეს შეეჯახნენ. დათო და ის ბიჭი რატია ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო უკან მსხდომი სამი პირი გადარჩა.
დედამისი ისე ცუდადაა, დამამშვიდებლებს ვუკეთებთ და ვთიშავთ. დათო იყო ყველას პატრონი“, - აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.
წყარო: "რეზონანსი"