"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენზე ბევრად მკაცრი "ლოკდაუნია",- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა,ისევე ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მზადაა. გაცნობიერებული გვაქვს, რომ თუ მესამე ტალღა ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი, ბუნებრივია გადაივსება.
მინდა მივმართო მოსახლოების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც საქმეში ჩაუხედავობის გამო, ან შეგნებულად, იმისთვის რომ უნდობლობა დათესონ მოსახლეობაში, ექიმების, ჯანდაცვის სექტორის, ხელმძღვანელობის მიმართ, "აი ჩვენთან არის ეს ყველაფერი ცუდად, ჩვენთან არ ზრუნავენ ხალხზე და უცხოეთში შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ არის“ რა ლოკდაუნები არ არის?! გადახედეთ რომ მიხვალთ სახლში ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენზე ბევრად მკაცრი „ლოკდაუნია“.
გუშინ „ფეისბუქზე“ ერთი ჯგუფი წერდა „ ნახეთ, ჩეხეთის მთავრობამ მოხსნა „ლოკდაუნი“ აი ასეთი მთავრობა უნდა, რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს, აბა ჩევნი მთავრობა ამას ხომ არ გააკეთებს?!“ სინდისიც კარგი საქონელია! რა ჩეხეთზეა საუბარი?! მათ სანახევროდ მოხსნეს. ჩეხეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი შეზღუდვების ქვეყნად, უმკაცრესი „ლოკდაუნი“ იყო, რომელიც ჩვენთან არ იყო“,-აცხადებს ცერცვაძე.