loader

“სად იყვნენ მაშინ მაყაშვილები?! ხმა რატომ არ ამოიღეს? არ მინდა, ასეთი სახით მიღებული გულწრფელობა 11 წლის შემდეგ!“ - რას იხსენებს ქეთი დოლიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სად იყვნენ მაშინ მაყაშვილები?! ხმა რატომ არ ამოიღეს? არ მინდა, ასეთი სახით მიღებული გულწრფელობა 11 წლის შემდეგ!“ - რას იხსენებს ქეთი დოლიძე?


ქეთი დოლიძე fortuna.ge-ს ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალურ საქმეზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს. ჩვენ ცნობილ რეჟისორს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მისი სახელით დაწერილი კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ კომენტარში ქეთი დოლიძე აღნიშნავდა, რომ მისთვის გაუგებარია ასეთი ბრალდებების 11 წლის შემდეგ გამოთქმა.

“ჩემ მაგივრად, ვისაც რა უნდა, იმას წერს და შევეჩვიე ამას. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, გეტყვით, როგორ შეიძლება, ძალადობის მომხრე ვიყო? მაგრამ როცა სადმე ძალადობა დაიბადება, ადამიანი მას იმ წამსვე უნდა გაეცალოს. პირადად ჩემს აზრს გეტყვით, როცა ეს დაკავშირებულია კონვერტთან და 5000 ლართან, მე ამის მიღება არ შემიძლია და არ მინდა, ასეთი სახით მიღებული გულწრფელობა 11 წლის შემდეგ!“ - აცხადებს რეჟიროსორი და ერთ ისტორიას იხსეებს.

“კიდევ ერთი რამ მინდა, აუცილებლად დაწეროთ – სრულიად უზნეოდ, უსინდისოდ, მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი იყო, აღარ ამირჩიეს და მომხსნეს, ამხელა ტრავმა მივიღე. სად იყო მაშინ ქალების ეს მთელი კოჰორტა? როგორც ქალი, რატომ არ დამიცვეს? თქვენ იცით, რომ ქართულ თეატრში აღარსად აღარ არის ქალი ხელმძღვანელი. ერთადერთი ქალი ხელმძღვანელია ლია სულიაშვილი და ისიც მსახიობი გახლავთ, არ არის რეჟისორი. ეს არის გენდერული თანასწორობა? ორი ქალი ვიყავით და ორივე მოგვხსნეს!.. ბევრი ქალი რეჟისორი ვართ. მე გამისწორდნენ მარტო? სად იყვნენ მაშინ ეს გენდერის დამცველი ქალბატონები? მე მაქვს მათთან კითხვა – სად იყვნენ მაშინ მაყაშვილები?! ხმა რატომ არ ამოიღეს, როცა ქეთი დოლიძე, წარმატებულზე წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც თუმანიშვილის თეატრს მოატარა მთელი მსოფლიო, მოხსნეს? რატომ არ მოსთხოვეს თუნდაც მანანა ბერიკაშვილს, რომელსაც დაბრალდა ეს ამბავი, პასუხი? როგორ მოხდა ეს?