რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, სადაც ბესო ზანგური მონაწილეობდა, ჩახსნა - რა განცხადებას ავრცელებს ადმინისტრაცია?
რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგური მონაწილეობს.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი", - ნათქვამია განცხადებაში.