loader

"სამწუხაროა, რომ..." - არჩილ თალაკვაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროა, რომ..." - არჩილ თალაკვაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა

პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კვლავ ექნება მყარი უმრავლესობა და მმართველ ძალას მიმდინარე პროცესების მიმართ ექნება ადეკვატური რეაგირება. ამასთანავე, თალაკვაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით.