loader

"სა"ლ"ამი თამუნა, ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ და გადიხარ" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა"ლ"ამი თამუნა, ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ და გადიხარ" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ბესო ზან­გუ­რი და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია არა­ერ­თმა რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ, მსა­ხი­ობ­მა თუ კულ­ტუ­რის სფე­როს სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. მათ შო­რის იყო მსა­ხი­ო­ბი თამ­თა ინაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ბესო ზან­გუ­რის თე­ატ­რი­დან გაშ­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა და მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ბესო ზანგური აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ვინ არის თუთა ინაშ­ვი­ლი, რომ მე მიკ­რძა­ლავს და ამ­ბობს არ აპი­რებს ჩემ­თან თა­მაშს? რა გა­ა­კე­თა? რა ამ­ბი­ცი­ე­ბია? ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე, ან იმ ბოტების შემოსევაში, გუშინ რომ რუსთაველის გვერდს შეესიენ? ამხელა კაცს რობერტ სტურუას როგორ და რა ენით ესაუბრებიან მაყაშვილის კლასტერი, შედით სტურუას გვერდზე და მიხვდებით, რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ!

ახლა კინაღამ დამავიწყდა, სა"ლ"ამი (თუთა) თამუნა, ერთ-ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ… და გადიხარ. კარგად აკეთებ ამას, სულ მავიწყდები შიგადაშიგ. მსახიობი თუთა ერთხელ არ მოვიდა სპექტაკლზე, ეგონა ჩააგდებდა და დაარტყავდა რუსთაველის თეატრს "ნაციონალური მოძრაობის" აქციის გამო.

მსახიობი, რომ სპექტაკლის ჩაგდებას ეცდები და სამაგალითოდ არ გაგისვრიან, ეს ცალკე სტურუას ლოიალური დემოკრატიაა! იმედია, მალე შეცვლის ამ დამოკიდებულებას. სხვათა შორის, სპექტაკლი არ ჩავშალეთ... ისე ვითამაშეთ, არც დაემჩნა მისი ყოფნა-არყოფნა არც სპექტაკლს და თეატრს მითუმეტეს… და ხალხს ნუ ატყუებთ ეგ ერთადერთი სპექტაკლი, სადაც შემოდიხარ… და…გადიხარ! - მოხსნილია. ასე რომ დამშვიდდი. დლოსები ცქალა. აქციისკენ".