"სა"ლ"ამი თამუნა, ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ და გადიხარ" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს
ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ბესო ზანგური და რუსთაველის თეატრის ადმინისტრაცია არაერთმა რიგითმა მოქალაქემ, მსახიობმა თუ კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენელმა გააკრიტიკა. მათ შორის იყო მსახიობი თამთა ინაშვილი, რომელმაც ბესო ზანგურის თეატრიდან გაშვება მოითხოვა და მასთან ერთად სცენაზე დგომაზე უარი განაცხადა.
ბესო ზანგური აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ვინ არის თუთა ინაშვილი, რომ მე მიკრძალავს და ამბობს არ აპირებს ჩემთან თამაშს? რა გააკეთა? რა ამბიციებია? ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე, ან იმ ბოტების შემოსევაში, გუშინ რომ რუსთაველის გვერდს შეესიენ? ამხელა კაცს რობერტ სტურუას როგორ და რა ენით ესაუბრებიან მაყაშვილის კლასტერი, შედით სტურუას გვერდზე და მიხვდებით, რატომ დამარტყეს მე და სინამდვილეში ვის ურტყამდნენ!
ახლა კინაღამ დამავიწყდა, სა"ლ"ამი (თუთა) თამუნა, ერთ-ერთ სპექტაკლში მახსოვხარ მხოლოდ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ და შენ შემოდიხარ… და გადიხარ. კარგად აკეთებ ამას, სულ მავიწყდები შიგადაშიგ. მსახიობი თუთა ერთხელ არ მოვიდა სპექტაკლზე, ეგონა ჩააგდებდა და დაარტყავდა რუსთაველის თეატრს "ნაციონალური მოძრაობის" აქციის გამო.
მსახიობი, რომ სპექტაკლის ჩაგდებას ეცდები და სამაგალითოდ არ გაგისვრიან, ეს ცალკე სტურუას ლოიალური დემოკრატიაა! იმედია, მალე შეცვლის ამ დამოკიდებულებას. სხვათა შორის, სპექტაკლი არ ჩავშალეთ... ისე ვითამაშეთ, არც დაემჩნა მისი ყოფნა-არყოფნა არც სპექტაკლს და თეატრს მითუმეტეს… და ხალხს ნუ ატყუებთ ეგ ერთადერთი სპექტაკლი, სადაც შემოდიხარ… და…გადიხარ! - მოხსნილია. ასე რომ დამშვიდდი. დლოსები ცქალა. აქციისკენ".