"ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ..." - ამ წუთებში გიორგი ხოჯევანიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს
რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორებიც არის პანდემია, უმუშევრობა, გაჭირვება და მათ სწორედ ეს საკითხები აინტერესებთ და არა პარტიებს შორის დაუსრულებელი კინკლაობა. ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ამ პრობლემებს ხედავენ და არ ეშინიათ სიმართლის თქმის.