loader

“წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო!“ - რობერტ სტურუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო!“ - რობერტ სტურუა

“ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!“ - ამის შესახებ რობერტ სტურუამ საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

“ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა! ხელს ნუ დააფარებთ მოძალადეს! სირცხვილია!“ - წერს რეჟისორს სოციალური ქსელის წევრი, რასაც რობერტ სტურუას მხრიდან საპასუხო პოსტი მოყვა. 

“წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ!
ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!
P.S.
სხვათაშორის ჯონი დეპმა მოიგო საქმე!
საზიზღარმა მოძალადემ!“ - სწორედ ამ პასუხმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და სტურუა მკაცრად გააკრიტიკეს. 

კომენტარებშივე ირკვევა, რომ რობერტ სტურუა წასვლას გეგმავს. 

“ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები!“ - წერს რეჟისორი.