"ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ის ლინჩის წესით გამესამართლებინა, მომეთხოვა პასუხისგებაში მიცემა“ - რატომ ალაპარაკდა ძალადობაზე 11 წლის შემდეგ ნინუცა მაყაშვილი
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა შიში 11 წლის შემდეგ დაძლია და ოჯახური ძალადობის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში პირველად ისაუბრა. ია ფარულავას გადაცემაში სტუმრობისას მაყაშვილმა გაიხსენა, რომ მაშინ მეუღლე მას ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა, ფეხმძიმედ ყოფნის დროსაც კი.
ნინუცა მაყაშვილმა "კურიერთან" საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა 11 წლის შემდეგ ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდის გახსენება და გასაჯაროება.
"ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ის ლინჩის წესით გამესამართლებინა, მომეთხოვა პასუხისგებაში მიცემა. 11 წლის მერე ამაზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ ძალიან მომრავლდა ასეთი შემთხვევები, ძალიან ბევრი ქალი არის მსგავს სიტუაციაში და ვერ პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ ამ ყველაფერს წინ აღუდგე," - ამბობს მსახიობი.
ვიდეო: “რუსთავი 2“