"როგორ არ გრცხვენიათ, მე პირადად არასოდეს მივალ იმ სპექტაკლზე, სადაც ეგ მოძალადე იქნება" - რა გამოხმაურება მოჰყვა რუსთაველის თეატრის განცხადებას
მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სადაც ის ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, რუსთაველის თეატრი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას!" - წერია განცხადებაში.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში ბესო ზანგურის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.