loader

ვანუატუს ტომები თავიანთი "ღმერთის", პრინც ფილიპის სიკვდილს გლოვობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანუატუს ტომები თავიანთი "ღმერთის", პრინც ფილიპის სიკვდილს გლოვობენ

წყნარი ოკეანის კუნძულის ტომი ბრიტანეთს პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო გლოვაში უერთდება.
ათწლეულების განმავლობაში ვანუატუს კუნძულ ტანას ორი სოფელი ედინბურგის ჰერცოგს ისე ეთაყვანებოდა, როგორც ღმერთის მსგავს სულიერ არსებას.
ამჟამად ოფიციალური გლოვის პერიოდი მიმდინარეობს.
ანთროპოლოგ კირკ ჰაფმანის თქმით, რომელიც ტომებს 1970 წლიდან სწავლობს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობა პერიოდულად შეიკრიბება რიტუალების ჩასატარებლად ჰერცოგისთვის, რომელიც განიხილება, როგორც "მთაში მცხოვრები ძალიან ძლიერი სულის ან ღმერთის შთამომავალი".
სავარაუდოდ, ისინი რიტუალურ ცეკვას ჩაატარებენ, გამართავენ მსვლელობას და მოიგონებენ პრინც ფილიპს. ცერემონია კულმინაციას გლოვის საბოლოო აქტით - "მნიშვნელოვანი შეკრებით" მიაღწევს, სადაც ”დიდი სიმდიდრის დემონსტრირება მოხდება, რაც, ვანუატუში მცხოვრები ჟურნალისტის თქმით, ერთგვარ კარტოფილს, იამსა და კავას მცენარეებს გულისხმობს, ისევე, როგორც ღორებს, რაც ცილის ძირითადი წყაროა. სავარაუდოდ, ტომები საზეიმო ღონისძიებისთვის მრავალ ღორს დაკლავენ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, პრინც ფილიპის მოძრაობა სოფლებში, იაკელსა და იაოჰანენენში, საკმაოდ მძლავრი იყო და რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავდა, თუმცა, ბოლო წლების გათვლებით, მათი რიცხვი რამდენიმე ასეულამდე შემცირდა.
ადგილობრივები ტანას ჯუნგლებში, წინაპრების მსგავსად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ. ატარებენ ტრადიციულ სამოსს, ფული და თანამედროვე ტექნოლოგიები კი ამ საზოგადოებაში იშვიათად გამოიყენება.


ავტორი: ეკა აბაშიძე