ვრცელდება დაკარგული 18 წლის გოგონას ნიშნობის ვიდეო, რომელსაც საგარეჯოში ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. ოჯახის წევრების გარდა, ნარმინ ისაიევას საქმროც ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა 6 თვეა დანიშნულია და ქორწილისთვის ემზადებოდა. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ საყიდლებზე იყვნენ, მზითვიც იყიდეს და ქორწილი დაგეგმეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნარმინ ისაიევას მუსლიმური წესით დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა, რის გამოც სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიჭს გაჰყვა, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.