loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 685 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 685 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის, 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 277 829-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 14, გურია - 9, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.