"პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო" - ივანე ჩხაიძე
"პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო. პრაქტიკულად, მსოფლიოში ნიღბებით, სკოლების, ბაღების ჩაკეტვით გავაქრეთ გრიპი და რესპირაციული ინფექციები", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.