"ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა..." - დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ "ევროპული საქართველო" დატოვეს
დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ "ევროპული საქართველო" დატოვეს. ამის შესახებ პარტიის ყოფილი წევრები სოციალურ ქსელში წერენ.
როგორც დავით ბაქრაძე განმარტავს, 2020 საპარლამენტო არჩევნებში "ევროპული საქართველოს" მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან, რაც მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას.
გიგი უგულავას თქმით კი გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა.
"მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა", - აღნიშნავს უგულავა.