“სამწუხაროა, როცა პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით“ - პრეზიდენტი
“ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში - კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით,“ - ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.