“რატომღაც გავრცელდა ასეთი მოსაზრება, რომ ექიმები წინააღმდეგი არიან, მე შემიძლია, კონკრეტული მაგალითი გითხრათ“ - დავით სერგეენკო
“კოვიდთან ბრძოლის, კარგი გაგებით აგრესიული საინფორმაციო კამპანიის დანაკლისი მაქვს, ცხადია, მისი გაძლიერება, მეტი ჩართულობა, ინტენსიურობაა საჭირო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარდაუვალია.