loader

“ექვსი არასრულწლოვანი ადის და ეშვებიან დიდი სისწრაფით! რა ვქნა, ვის მივმართო შემდეგ ჯერზე, რომ რეაგირება მოჰყვეს?“ - რა ხდება კუს ტბის საავტომობილო გზაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ექვსი არასრულწლოვანი ადის და ეშვებიან დიდი სისწრაფით! რა ვქნა, ვის მივმართო შემდეგ ჯერზე, რომ რეაგირება მოჰყვეს?“ - რა ხდება კუს ტბის საავტომობილო გზაზე?

სოფო ნებიერიძე “ფეისბუქზე“ ვიდეოს აქვეყნებს და შს სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia - მოკლედ, ორი დღეა გიჟივით ვრეკავ და არანაირი რეაგირება არ გაქვთ, გარდა იმისა, რომ მოდიხართ და 6 ბავშვს მხოლოდ აფრთხილებთ, რომ მეორედ ეს არ გააკეთონ (მაგრამ რომ იცოდეთ, ამაოდ)!!! ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ექვსი არასრულწლოვანი ადის კუს ტბის გზაზე და ასე ეშვებიან დიდი სისწრაფით გზის სავალ ნაწილზე, არსებობს დიდი შანსი იმის, რომ რომელიმეს რამე მოუვიდეს და შეუვარდეს სწრაფად ამომავალ მანქანას... რა ვქნა, ვის მივმართო შემდეგ ჯერზე, რომ რეაგირება მოჰყვეს ამ ფაქტს?
P.S. საუბრით ჩვენც ვესაუბრეთ ამ ბავშვებს, მაგრამ აზრი არ აქვს, ასე გრძელდება უკვე რამდენიმე დღეა. ვფიქრობ, საჭიროა მივიდეს მათ მშობლებამდე ეს ამბავი, რომ იცოდნენ, მათი შვილები როგორ “ერთობიან” თავისი და სხვისი ბედით!!!“ - წერს სოფო ნებიერიძე.