"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი გახარიას შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი?
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება და უკვე ქალაქების მერობის კანდიდატებს არჩევს.
ერთ-ერთი ვერსიით, გორის მერობის კანდიდატად ის აჭარის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, კოტე ანანიაშვილს, ან შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კახა საბანაძეს განიხილავს.
"ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ გახარია გორში შეხვდა სამღვდელოების წარმომადგენლებს და დახმარება სთხოვა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მერობის კანდიდატად გახარია განიხილავს ანანიაშვილს ან საბანაძეს", - ამბობს ენმ-ის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ბალიაშვილი.
წყარო: "მთავარი არხი"