loader

მასწავლებელზე, რომელმაც ბავშვები თოვლში აცეკვა და შემდეგ სკოლის დატოვება მოუწია, სულ რამდენიმე წუთის წინ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასწავლებელზე, რომელმაც ბავშვები თოვლში აცეკვა და შემდეგ სკოლის დატოვება მოუწია, სულ რამდენიმე წუთის წინ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამუნა ლაბაძე, რომელმაც ბავშვები თოვლში  აცეკვა, მუშაობას იმავე სკოლაში გააგრძელებს. 

ამის შესახებ თამუნა ლაბაძემ "პალიტრავიდეოს" უთხრა. 

ლაბაძე ამბობს, რომ მას კოლეგებმა "საათები" გაუნაწილეს და სამსახურიდან არ გაუშვეს.  ის კოლეგებს მადლობას უხდის.

შეგახსენებთ,  რომ მასწავლებელმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურის გარეშე დარჩა. ის სკოლაში დროებით, ძირითად შტატში მყოფი მასწავლებლის დეკრეტული შვებულების დროს მივიდა. 

იმის გამო, რომ ძირითად შტატში მყოფი  მასწავლებელი სამსახურში დაბრუნდა  თამუნა ლაბაძეს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.