"მეშინია მიცვალებულის, არ მინახავს; რომ მოვედი, გარდაცვლილი დამხვდა" - რას ამბობს მამაკაცი, რომლის ძმაც მამის მკვლელობაშია ბრალდებული
წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.