loader

მასწავლებელს, რომელმაც ბავშვები თოვლში აცეკვა, სამსახურის დატოვება მოუწია - "ბოლო დღე სკოლაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასწავლებელს, რომელმაც ბავშვები თოვლში აცეკვა, სამსახურის დატოვება მოუწია - "ბოლო დღე სკოლაში"

სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამუნა ლაბაძე სამსახურის გარეშე დარჩა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის სკოლაში დროებით, ძირითად შტატში მყოფი მასწავლებლის დეკრეტული შვებულების დროს მივიდა.

ახლა მასწავლებელი სამსახურში დაბრუნდა და თამუნა ლაბაძეს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია. 

„ბოლო დღე სკოლაში. „ალბათ“ სიახლეებით სავსე დღეები გათენდება, გაიხსნება კარი, რომელიც ისევ განსხვავებულ გარემოს შემომთავაზებს.

სკოლა, რომელშიც ვასწავლიდი (დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდა ის მასწავლებელი), მადლობა ეთერ ქათამაძეს ფერადი დღეებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ იმ მასწავლებელსაც, ვინც ბრუნდება...

სულ რაღაც ორი თვეა უშუალო კომუნიკაცია გვაქვს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გაგიცანით, როგორც კოლეგები, ასევე სოფლის მკვიდრნი. მიხარია, რომ ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი მერქვა.

გულს მითბობს თქვენი ღიმილიანი და ამავდროულად, ცრემლიანი თვალები. მადლობა, რომ ასე გიყვარვართ.

ვგრძნობ ამას და მიხარია. ჩემს ძვირფას მოსწავლეებს კი სიცოცხლით სავსე დღეებს ვუსურვებ. არ დაკარგოთ სწავლის ხალისი.

მე თქვენ ყოველთვის გიგულშემატკივრებთ. საუკეთესო დღეები თქვენთან ერთად გავატარე. მიყვარხართ“, - წერს თამუნა ლაბაძე.