loader

"საშინლად აღელვებული ვარ, დღეს მძიმე დღე მაქვს" - ვინ დაუპირისპირდა ნანუკა ჟორჟოლიანს და რას პასუხობს ტელეწამყვანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშინლად აღელვებული ვარ, დღეს მძიმე დღე მაქვს" - ვინ დაუპირისპირდა ნანუკა ჟორჟოლიანს და რას პასუხობს ტელეწამყვანი

ბლო­გე­რი კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი, რომ­ლის შვი­ლი ქეით ახვლე­დი­ა­ნი თვე­ე­ბია ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­­ლი­ანს მი­მარ­თავს. გრი­გო­რი­ა­ნი წერს, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა დახ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ხში­რად აკე­თებს ტე­ლე­მა­რა­თო­ნებს, სა­დაც სხვა­დას­ხვა სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა.

"იმ დღი­დან, რო­დე­საც უარი მი­თხა­რი დახ­მა­რე­ბა­ზე, ჩავ­თვა­ლე, რომ შენი ვალი მქონ­და, რო­მელ­საც უკან გიბ­რუ­ნებ. უბ­რა­ლოდ დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, ჩემ­მა შვილ­მა რა და­გი­შა­ვა. მი­ზე­ზი ალ­ბათ ის იყო, მე რომ შენი პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა "გა­მი­ტყდა" და ეს ხმა­მაღ­ლა და­ვა­ფიქ­სი­რე. დღე­საც ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დგა­ხარ და იდე­ქი. რო­დე­საც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, მი­თხა­რი, "ისი­ნი და­გეხ­მა­რონო". ალ­ბათ, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იგუ­ლის­ხმე, რომ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ...

უბ­რა­ლოდ ერთს გთხოვ, აღა­რა­სო­დეს აღარ დაყო ბავ­შვე­ბი "პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად", ყვე­ლას თა­ნაბ­რად სწყუ­რია სი­ცო­ცხლე. მარ­თლა მა­გარ საქ­მეს აკე­თებ, გა­აგ­რძე­ლე. სა­შინ­ლად აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ. დღეს მძი­მე დღე მაქვს. სა­დაც აქამ­დე არ გამ­წი­რა ღმერ­თმა, იმე­დია, აწიც არ გამ­წი­რავს..." - წერს გრი­გო­რი­ა­ნი.

მის პოსტს უპა­სუ­ხა ტე­ლე­წამ­ყვან­მა და გრი­გო­რი­ან­თან მი­მო­წე­რა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:
"ეს არის უარი? უბ­რა­ლოდ გი­თხა­რი, რომ ცო­ცხა­ლი რიგი იყო და სამ თვე­ში შენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბო­დი! რა პო­ლი­ტი­კა? რა წას­ვლა! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა ახ­სე­ნო ასეთ თე­მებ­ში! ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით, რომ რი­გია და ეს­მით. ერ­თა­დერ­თი იყა­ვი, რო­მელ­მაც ეს ვერ გა­ი­გე და თუ პო­ლი­ტი­კა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, იცო­დე, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის შვილს და­ვეხ­მა­რეთ ერთხელ იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეა გა­და­სარ­ჩე­ნი! და ყო­ველ მა­რა­თონ­ზე სო­ლი­და­რო­ბის ფონდს სა­ჯა­რო მად­ლო­ბებს ვუხ­დით იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს ზუს­ტად!" - და­წე­რა კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნის პოს­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.