რა ხდება ამ წუთებში სასამართლოს ეზოში - "რას აკეთებთ?"
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ წუთებში დაპირისპირებაა. მოძრაობა “მელიების” წევრები სასამართლოს ეზოში შესვლას და აქციის გამართვას ცდილობენ, რის საშუალებაც მათ სასამართლოს მანდატურის სამსახურმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოძრაობის წევრებმა სასამართლოს კარის გაღება ძალის გამოყენებით მოახერხეს. ადგილზე მყოფების მხრიდან ისმის შეძახილები “მონა”.
მოძრაობის წევრებმა სასამართლოს კარის გაღება ძალის გამოყენებით მოახერხეს. ადგილზე მყოფების მხრიდან ისმის შეძახილები “მონა”.