loader

"ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან" - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან" - ნიკა მელია

"ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები, ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ მას გაათავისუფლებენ, 15 მაისამდე საქართველოს შემოივლის და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოიყენებს.

„ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამომიშვეს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება. ასევე, 15 მაისამდე მთელ თბილისს და საქართველოს შემოვივლი თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ. მეორე, საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. მსოფლიოში ვერავის არწმუნებენ, რომ მათ პოლიტიკური პატიმარი არ ჰყავთ“, - წერს ნიკა მელია წერილში.