“მეჩვენება თუ?! სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება“ - თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე დაძრული მეწყერის უახლეს ფოტოებს აქვეყნებს
“მე მეგონა “ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ) მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება“ - წერს სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე და “ვაშლიჯვრის მეწყერის“ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს.