მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას აცნობა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვაზე და შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, რომლებიც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე განთავსდება.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე განთავსდება.