loader

საია-მ "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საია-მ "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა.

როგორც საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლის და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.