loader

"ალბათ, წყალი გამოუშვეს და დააჩქარეს... აფხაზები არ იქნებოდნენ, უფრო რუსები" - რას ამბობს მდინარე ენგურში გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის ძმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, წყალი გამოუშვეს და დააჩქარეს... აფხაზები არ იქნებოდნენ, უფრო რუსები" - რას ამბობს მდინარე ენგურში გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის ძმა

ენგურში გარდაცვლილი ერთ-ერთი მოქალაქის ძმა რადუგა გვალია აცხადებს, რომ მდინარეში გარდაცვლილი 3 პირი ერთი ოჯახის წევრია, ერთი კი გამყოლი იყო, რომელიც გზას აჩვენებდა.

"სამი მკვდარი ამოვიყვანეთ წყლიდან. მეოთხეს ვერ ვნახულობთ. ერთი ოჯახის წევრები არიან. ჩემი ძმაა და რძალი, მეორე არის ბიძაშვილის მეუღლე და მეოთხე არის გამყოლი, გზას აჩვენებდა. ისინი გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან და ალბათ, წყალი გამოუშვეს. ღამე იყო, დაახლოებით 05:00 საათი. წყალმა მოუსწრო ოთხივეს და გაიტანა ოთხივე. რუსების საგუშაგოა ახლოს. ნახეს ალბათ ან რაღაც და დააჩქარეს და მოუსწრო წყალმა“, - აცხადებს რადუგა გვალია.


წყარო: "ფორმულა"