გახარიას წასვლა, დაპირისპირება ღარიბაშვილთან და კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ირაკლი კობახიძემ ყველა შეკითხვას პასუხი გასცა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი, „ქართული ოცნების“ გარეშე, შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, IRI-ის კვლევა იმ პერიოდშია ჩატარებული, როდესაც გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო და ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურს.