რას ამბობს თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე - "გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო"
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს, - როგორც ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა, კომპანიამ, რომელიც თბილისის მერიამ დაიქირავა, სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ტერიტორიიდან, ფაქტობრივად, გააგდო.