loader

რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროდან თვითმხილველის მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროდან თვითმხილველის მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ფოტომასალას ეხმაურება, რომელიც მეტროში მგზავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს თბილისის მეტრო ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს. თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე - 2.5 წუთამდე.

გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2-ის“ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. თბილისის მეტროსადგურებში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება“,- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.