“ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი!“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს.
“ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!
ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!
ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, - მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!
ეს ქვეყანა გაყიდულია!
რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!
იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!
ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!
ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!
ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!
ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!
კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!
თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!
საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!
„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!
მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, - რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.