"ვაშინერს გახარია" - ლევან კობერიძემ გიორგი გახარიას მეგრულად მიმართა
"ყური მოვკარი, რომ გიორგი გახარია ზუგდიდში აპირებს პარტიის დაფუძნებას... მე დედა მყავს სამეგრელოდან და ძალიან კარგად ვიცნობ იქ მცხოვრებლებს. ასეთი აქცენტი შეურაცხმყოფელია. მეგრულად შევუთვლი - "ვაშინერს გახარია, ეს არ არის სწორი საქციელი" - ამის შესახებ ლევან კობერიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.