2 ორსულობა და 5 ვაჟი – გაგუას კლინიკიდან სამი ტყუპი უკვე სახლში გაეწერა
გაგუას კლინიკაში სამი ტყუპი ვაჟი დაიბადა. მარიამ კერესელიძისთვის ეს მეორე ორსულობა იყო, თუმცა ის ხუთი ვაჟის დედაა. მარიამმა პირველად 2017 წელს იმშობიარა. გაგუას კლინიკაში მაშინ 2 ბიჭი დაიბადა და ბედნიერმა დედამ მალევე დატოვა სამშობიარო. 4 წლის შემდეგ კი მარიამი კვლავ დაბრუნდა კლინიკაში, ამჯერად სამი ბიჭით. გაგუას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მარიამის შემთხვევა უნიკალურია, რადგან პირველი ორსულობაც ტყუპი ნაყოფით იყო. ამჯერად დაბადებისას ახალშობილები მცირე წონის იყვნენ. ამიტომ მათ სამშობიაროში 3 კვირა გაატარეს. როგორც კი პატარებმა გაწერის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მაშინვე ბინაზე გაუშვეს.
ხუთი ვაჟის დედობა, თან ასე მოკლე ხანში, ძალიან ემოციურია დედისთვის, მარიამ კერესელიძისთვის.
„პირველად გაგუას კლინიკაში მოსვლისას ორ ტყუპზე ვიყავი ორსულად. ახლა კი სამი ტყუპით წამოვედი. ეს უდიდესი ბედნიერება და სიხარულია ჩემთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის. ამ პატარა ტყუპების საშუალებით ცნობილები და პოპულარულებიც კი გავხდით“, – აღნიშნავს მარიამ კერესელიძე.
დავით გაგუა და მთელი კლინიკა ულოცავს ოჯახს ასეთ ბედნიერებას. მათი განმარტებით, რამდენიმენაყოფიანი ორსულობა ხშირი არაა, თუმცა კლინიკას მსგავსი შემთხვევების მართვის კარგი გამოცდილება აქვს.