"გადაწყვეტილება მივიღეთ" - თბილისის მერის მოადგილე ვაშლიჯვრის მეწყრის შესახებ
"მივიღეთ პირველადი გადაწყვეტილება, მოხდეს მეწყრის მასის ტანის შემცირება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. მოსახლეობას შევპირდით, რომ დავამონტაჟებდით მონიტორინგის სისტემას და ეს სისტემა უკვე დამონტაჟებულია, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.