loader

უმძიმესი კადრები ოზურგეთიდან, დედა და 2 შვილი ავარიაში მოყვნენ - ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები ოზურგეთიდან, დედა და 2 შვილი ავარიაში მოყვნენ - ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჰუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა. მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ბავშვები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,მედალფაში“ გადაიყვანა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.