loader

საქართველოში ამინდი გაუარესდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ამინდი გაუარესდება

5 აპრილს, დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში, ძირითადად კი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა იქნება.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.