"რა უბედურებაა... რატომ უნდა გავეგოთ ყველას მარტის კატებივით?" - ქეთათო
მუსიკოსი ქეთათო მიიჩნევს, რომ იმ რუსების მიმართ, რომლებიც საქართველოსადმი ხისტი საჯარო დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მეტად მკაცრი და მოურიდებელი მიდგომა უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი კი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი წარსულში ამბობდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასდროს იქნება. გასულ კვირას კი პოზნერი დაბადების დღეს თბილისში, "კომენდანტის საათის" პერიოდში აღნიშნავდა, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და სასტუმროს, სადაც ის იმყოფებოდა, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. საბოლოოდ, პოზნერმა თბილისი დატოვა.