რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს
რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი რუსთავის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი მღებრიშვილია, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ეზოში მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხებოდა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხს, რა დროსაც მეზობლებს შორის უთანხმოება მოხდა. მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით არის დაჭრილი.