loader

კახა კალაძემ კლინიკა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძემ კლინიკა დატოვა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც ჩართული იყო ჩემს მკურნალობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც შეეხება თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.

კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით კი, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.