სუს-ი გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსის დაკავების კადრებს აქვეყნებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულმა ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს.