“კითხვა გვაქვს თბილისის მერთან... ეს ქალაქი ჩვენია და არავის მივცემთ საშუალებას გაანადგუროს ის!“- რა მოხდა თხინვალას დასახლებაში?
ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“ თხივალას დასახლებაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს:
“დღეს თხინვალას დასახლებაში მერიამ ბავშვებს და იქ მაცხოვრებლებს სტადიონი გაუყიდა!
ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ველოდებოდით აუქციონს, სადაც გატანილი იყო ეს ტერიტორია, რომელიც საბოლოოდ გაიყიდა❗
ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად ჩამოვედით მერიის შენობასთან, სადაც ადგილზე უკვე დაგვხვდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი❗
მაგრამ მერიის წინ გზა ცოტა ხნით მაინც გადავკეტეთ, რაზეც 100-ლარიანი ჯარიმები დაგვიწერეს…
ამის შემდეგ ფეხით გადავინაცვლეთ მერიის შენობასთან, სადაც მოვითხოვეთ კომპეტენტურ პირთან შეხვედრა, პასუხად კი მივიღეთ, რომ სამშაბათს შევხვდებოდით მერიის წარმომადგენელს, რომლისგანაც გავიგებდით დეტალებს ამ ადგილის შესახებ❗
ბრძოლა მოედნისთვის ახლა იწყება და არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თხინვალას მოსახლეობა, რომელმაც ათეულობით წლის განმავლობაში ტერიტორია ხელუხლებელი შეინახა მისი შვილებისთვის, ამ ადგილზე კორპუსს ვინმეს ააშენებინებს ❗
კითხვა გვაქვს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, სტადიონს როგორ უყიდით ბავშვებს?
ეს ქალაქი ჩვენია და არავის მივცემთ საშუალებას გაანადგუროს ის!
პ.ს. ეს აქციები არის აპარტიული და ასე დარჩება ბოლომდე“ - წერს “ჩემი ქალაქი მკლავს.“