“როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას “ეფესბეს“-ს აგენტურა ამ ყველაფერს, მართლა ძნელი მოსათმენია“ - მამუკა მდინარაძე გიორგი ვოლსკის შესახებ
დღეს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომების დაწყებამდე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე მისულ გიორგი ვოლსკის, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდე და “მონა“ უწოდეს. მათივე ინფორმაციით, ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა.
პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან 11 პირი დააკავეს.